ახლოა წუთი ულმობელი ნაცადი ხშირად. აცბიერდება კუზიანი მთვარე მაისის. გავყვები ჩემ სულს დაღმართებით ჯაშუშად, გზირად; დამატრიალებს დღეს ოცნება უზენაესი. დალბობილ სახეს ვაკვირდები, ვაშორებ რიდეს; მღვრია შუშიდან გაღიმება მას მეტად შვენის; მივესალმები როგორც პოეტს უჭეშმარიტესს. და მომიჯდება ირიბულად თვალებ დახრილი; თმებს გახუნებულს გაისწორებს ზარმაცი ვარცხნით, და ურიცხვ ჟამთა მას მოჰყვება ნიავი გრილი. და მაწვდის ხელში, ვით მუმიებს, ვით ტარანტულებს; საწამლავებით გააბრუებს, დატვირთავს ჰაერს, და სინამდვილეს ის კანკალით ჩემ წინ ართულებს. მაგრამ მალალს დააწვება მთვარე მტყლიურად; ჩამომპალ სახეს ხორცმეტები მძიმედ ვარდება, და მანეკენი იღუპება ფეერიულად. |
პოეზიის გვერდი • • • • • • კოლაუ ნადირაძის პოეზია |