პატარა ბალიშს დაეცა ცრემლი, პატარა ფილტვებს მიეპარა ჭლექი და ხველა… ჩამოწყდი როგორც ყვავილი ტყემლის, შენ, რომ იყავი საიდუმლო და ჭიანჭველა. მაგრამ მგზავრობას შენსას ჰქვია: ბავშვის სიკვდილი. ასე მგონია ფუტკარის გუნდი დაესეოდა შენს მკვდარ სხეულს, ტკბილ სხეულს - ლილი. ჩვენც მოგელოდით: განშორება უფრო ძნელია, მაგრამ მე მჯერა, თავის საბანში შენ მიგიღებენ ბეატრიჩე და ოფელია. |
პოეზიის გვერდი • • • • • • პაოლო იაშვილის პოეზია |