კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 19:42

 

 

 

სიცოცხლე წმინდა აბრეშუმის მოკლე ბეწვია...

ღმერთმა იცოდეს რა დარდებში ღამე ვათიე,

სულში აცივდა, შემოდგომა ვატყობ მეწვია...

ყველას: შემინდე შეცოდება და მაპატიე.

ემგზავსებოდენ ოცნებები უნაზეს ფეებს,

ეხლა თალხები მოგონებებს მხოლოდ ავლია,

დაუთოვლია იმედები ზამთრის კვირეებს

და გაზაფხული აპრილშივე დაუნავლია.

ამართულია გასავლელად ჩემს წინ საკირე...

და წარსულიდან ყველა ვარდი დამეფანტება,

ჩამცქერს თვალებში ბედი დიდხანს როგორც ფაკირი,

რომ ყინვის თოკით ჩამომიხრჩოს გიჟი ანთება.

განვლილ დღეებზე გადავყვები ქალებს შლეგიანს,

ლამაზ ოცნებებს მძიმე ჯვარი აეკიდება...

და სულში მხოლოდ ზამთარია და ელეგია

და ქარიშხალში დამსხვრეული ჩემი დიდება.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ილო მოსაშვილი  • • •   ილო მოსაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ