კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 17:01

 

 

 

და მოულოდნელ სიყვარულით მუდამ აღსავსე,

წარსულის ხილვა ჩემს ლექსებში გაგეხარდება.

მაცდურ ღიმილით შენი ბედი ბევრჯერ დავნავსე -

მაგრამ გულწრფელად ყოველივე დაიფარდება.

იყავ სტუდენტი მგრძნობიერი, მე კი ნინველა,

სურვილს ვანთებდი შეუგნებლად შენში მარადდღეს,

და თუმც დასწყევლე ჩემს გარეშე სხვა ქალი ყველა,

მაინც ეძებდი, ვით არაბი, ფერად სმარაგდებს.

ცოდვილ სიზმრებში შეიხიზნე ვნების ბარაქა,

ვშიშობდი მარტო რომ გრძნობისთვის ფიქრს არ დაესწრო,

ჩემშიც შეიჭრა სითამამე ზღაპრულ არაკად.

და მოწაფიდან გარდავიქმენ ვნების მაესტროდ.

მიჰქრიან წლები ღალატობით გადატვირთული,

ჩემს ლამაზ ტანჯვას მხოლოდ ლექსი გაიმეორებს,

ან, ბევრი იყო ჩვენს განცდებში მომენტი რთული

და იჭვის ღმერთი ამეფებდა სიტყვის ტერრორებს.

მაგრამ ძარღვებში ძველი სისხლი ვერ გადაგვარდა,

მინდა ამაყად მეც ვატარო თეთრი მანდილი.

და, რომ არავინ მომინდება, სიკვდილის გარდა,

მწამს: საიდუმლოს შემინახავ ვით ავთანდილი.

ბევრჯერ მომაკვდავს სამკურნალოდ მომეცი ხელი,

ბევრჯერ მიგრძვნია შენს თვალებში სიცოცხლის ხილვა;

უკანასკნელად აღმომხდება შენი სახელი

და შენს მკლავებზე მე მოვკვდები ვით კარმენ სილვა.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მარიჯანი  • • •   მარიჯანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ