გახსოვს, ერთხელ სიომ ჩანგი წამოანთო ასაჟღერად; გახსოვს, ფოთლებს სისხლის ლაქა წაცაეცხო წინწკლის ფერად; გახსოვს, წყაროს ქიმ-ნაპირი ისე იყო დახავსული, ვით ჩემს ლექსში იდუმალად მომწყვდეული შენი სული. აწმყოს ვჭვრეტდით ღიმილითა და წარსულზედ არ ვდარდობდით ვიგონებდით ძველ მეგობრებს, ვოცნებობდით მომავალზე და ცრემლები სიცილისა ძეწკვაობდნენ ლამაზ თვალზე. რომ მე სიტყვაც ვერ გითხარი ხვაშიადის გასამხელად, აკონილი ყვავილების რამდენიმე სტრიქონ-ბწკარი გადმომეცი! და შვილივით მკერდში ფრთხილად ჩავიკარი. თან გამოჰყვა შენი გულის ანამცეცი, ანაფცქვენი, და მას აქეთ იმ ვარდის ცვარს ჩემი გული ხარბად იშრობს - ის ღიმილობს ჩემს ტუჩებზე და თვალებშიც იგი გიშრობს. გადავმალე გულის სკივრში, გულის სკივრში შევინახე. მას ევლება ჩემი ფიქრი, ჩემი ლექსი, ჩემი ვნება, - ნუ მეძალვით! მე არ ძალმიძს ამ ნობათის დანებება; გსურს წამართო და მე, მეფე, კვლავ გამხადო სამათხოვროდ? ო, ნუ იზამ შეუძლებელს, მე ისედაც დავრჩი ობლად, მე ისედაც არვინ მივის სიყვარულის თანამგრძნობლად. - შენ რა იცი რა განძია ვარდი შენგან მონაძღვენი?.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მარიჯანის პოეზია |