ძაფზე აცმული კაპარი, გაბრწყინებული ნამი, მივიწყებული ზღაპარი მივიწყებული წამი... ნავარდი ღრუბლებს მაღლა... გახსოვს? თუ სულაც პირიქით, ფიქრად არც გიღირს ახლა? შიშით მიკრული ფერდობს... ლექსი მზედ ამოყვანილი, შენთვის ძვირფასი ერთ დროს... თვალს რომ შევავლებ ახლა, ერთ დროს რომ გამომიგონე, დღეს ის არა ხარ, მახა... შემირხევს ხსოვნის რტოებს... კვლავ ცივი სიცარიელე, კვალავ ჩუმი სიმარტოვე... ხსოვნის ყვავილი ჩახმა... რა გაეწყობა, განგაშით გულს ვერ განკურნავს, მახა... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ეთერ სამხარაძის პოეზია |