ბწკარები ცრემლის მძივებად თოვდა, რითმების მღვრიე ღარში დამფლავი, ლექსი ზოგისთვის ძეგლი იყო და ზოგისთვის - საძმო მცირე საფლავი. სიტყვებით ბლანდვას რომ ვერ ეხსნები, დიდბატონების ცრუ კარნავალზე დადიხარ შენი დარდი - ლექსებით. ფარას რომ ფარად ეფარვის მწყემსი, წყევლა იყო თუ უფლის დალოცვა, სულში რომ ჩადნა პირველი ლექსი. როცა ცას პირველ სტრიქონს ჰპარავდი და ლეგაქულა ლექსსამოსახლო მეტაფორების გედგა კარავი. პარნასის კართან ფრთით ასატანი, რომ პოეზიაც თურმე ომია, დიდგორის დარად გადასატანი!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • დავით შემოქმედელის პოეზია |