კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 11:14

 

 

 

მგოსნის სამყოფელს შევეხიზნე მგზავრი - გვიანი...

სათუთი გრძნობით მოვახვიე, ფიქრი მგზნებარი!

სულში ჩავიდგი ეს სახლიც-კი აივნიანი,

რომ წამეკითხა, მისი ჩუმი ნაოცნებარი!

ამ ხის აივანს, მან უთუოდ გრძნობა ათოვა...

შემდეგ, მოსულებს დაგვიტოვა ამბის მთხრობელად,

მან ამ კუთხიდან - გული თვისი გააფართოვა,

მთელი სამყაროს ჩასატევად და სამკობელად.

აქ ანთებულა ის პირველად პოეტურ ცეცხლით!

ამ სარკმლებიდან დაუნახავს სხივთა ნათელი!

აქ ისვენებდა, შეფერილი დღეების ვერცხლით

და აქ იმღერა თვისი ჰანგიც - უკანასკნელი!

... და ჰა! ყოველგან მისი აზრის შუქი ჰფენია!

აქ ყოველივე, მთხრობელია - გარდასულისა!

გაშლილ აივანს - მგოსნის ღიმიც შემორჩენია

და ფრთამალხაზი  შიკრიკებიც - "გაზაფხულისა"

უკეთეს სადგომს ეს მერცხლები ვერ იპოვნიდნენ,

ეს აივანი, მათ უთუოდ კიდეც ეთვისათ,

მან დაგვიტოვა, თუ ნეტავი თვითონ მოვიდნენ,

რომ უგალობონ აყვავებას - იმერეთისას?

ხმატკბილ სიმღერას მოჰყვებიან ყოველი დილით...

და თუმც მის ძილში უკვე დიდი ხანი გავიდა,

მჯერა! მარადის მოგვესმება ჰანგები - ტკბილი,

დიდი აკაკის დანატოვარ აივანიდან!!!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მარიკა ბარათაშვილი  • • •   მარიკა ბარათაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ