კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 01:57

 

 

 

ჩამოწვა მთიდან ჩრდილი მდუმარე

და ბინდში ჩადნა მზე მოქანცული,

შემდეგ კი... ღამის თოლია მთვარე

ზვირთით ნელ ზვირთსა ამოჰყვა ცურვით.

ცა გამჭვირვალე, წმინდა, მაღალი

ზღვას, როგორც ფარჩა გადმოეფარა

და ვარსკვლავების რძისფერი ღვარი

ციმციმებს, იწვის შორს, სადღაც წყნარად.

ჰქრის თბილი სიო და ნისლის რიდე

მთებში ხან ბრწყინავს, ხან ისევ ჰქრება,

დაუსაბამო ღამის სიმშვიდე

და მთვარის ფერფლი გულს მეფინება.

გულს მეფინება ეს სილამაზე -

მარადიული და ასე ვრცელი,

შევცქერი ზვირთებს გაწოლილთ ზღვაზე

და მატკბობს სევდა გამოუთქმელი.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ