კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი 2024 04:51

 

 

 

მე, მიყვარს ღამე - დაურღვეველ მყუდროობაში,

და გაცრეცილი, სევდიანი ღიმილი მთვარის, -

ვით მწუხარება ქარვისფერი ლამაზი მკვდარის,

და, ყვავილები სასაფლაოს ყრუ დღეობაში.

როს მნათობთ ნისლი ჩაიბნევა მთის ხეობაში,

და, ამთავრდება სიამაყე ძველი საყდარის, -

ამ დროს ხმა მესმის მამიასი, უცხო სადარის,

და, ვამჩნევ ლანდსა, დაფიქრებულს მარტოობაში.

ის, ხან საზარლათ, დემონივით გადიხითხითებს,

ხან-კი - მწუხარე ლოცვებათ ჰქმნის თვის ყრმობის მითებს.

ხან აგონდება მარიამი, ხან კახაბერი -

და ატირდება, ვით ლოცვის დროს - ურწმუნო ბერი;

ხან წყევათა ჰქმნის ბედისადმი მიძღვნილ ნაზ-ოდებს,

და ჩონჩხად ქმნილი - შუაღამემდის უსიტყვოთ გოდებს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რაჟდენ გვეტაძე  • • •   რაჟდენ გვეტაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ