სოველი, როგორც ხე ნატივარი, მივესალმები ვარსკვლავთა საბელს. მე - დაკარგული ვარ სტრადივარი თუ მეძებს ვინმე, როგორც მაჩაბელს? რომ სადმე ვნახო შესაფარავი. გაღებულია აუქციონი, განათებული როგორც ფარანი. მე ახლა ვდგავარ ანთებულ ბრბოში. სთველემენ საგნები აურიცხველი: ნარდი, მარაო, თამარის ქოში. ცარიელდება ეს არამხანა. მე არჩევანი კიდევ მაწვალებს ამაოდ ვეძებ სათუთ ამხანაგს. ჩემ "დაისების" ძველი კრებული, სადაც დაიფრქვა ლალთა დიდება, მეწამულ ცაზე აყვავებული. ზეცაში თუ აქვს მაღალი ბინა? და ოფელია აქ გაასაღეს როგორც პატარა, ჩუმი ტიკინა. - ვის უნდა ბასრი სამართებელი? - მაგრამ მწყურია სხვა ნიადაგი და ავირჩიე კარგი მხლებელი: იგი ხვითოა ფრთააღჭურვილი - რომ ამისრულდეს დაუბრკოლებრივ ყოველნაირი ჩემი სურვილი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია |