ნიავო! მთა-ბარს ევლები ფრენით, სად არ ყოფილხარ, რა არ გინახავს... მითხარ გეთაყვა ველური ენით, ჩემი ღვთაება არ დაგინახავს? მაგრამ ვერ ვნახე ვიხრჩობი შხამით.
მშვენიერება ქვეყნის და ცისა, აქ დაცქრიალობს, თუ დაფრენს ცათა ეალერსება სხივები მზისა? ვინც მარად მახსოვს, მიდგას თვალ წინა!
შავ-ბნელ საკანში გამომწყვდეული; უღვთოთ ტანჯული, ჩემსკენ იწვდის ხელს მაგრამ არ უშვებს, არა, წყეული. ლამაზ თვალებში ცრემლი უბრწყინავს?!
გემუდარები შემასხი ფრთები, თან წამიტანე, ლაღად მფრინავო გადამატარე ზღვები და მთები. ვიხსნა, ან ხვედრი გავიზიარო!! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვარლამ რუხაძის პოეზია |