წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 15 მარტი 2025 01:29

 

 

 

მე მეფე ვარ უფსკრულისა,

შავი ძალა შავი ღამის,

მე ვარ ვნებს ქარიშხალი

ეშმაკეულ დასაბამის...

მე ვუკივი, ვმთავარ-სარდლობ.

ვარსკვლავთ შუა მქროლავ ძალებს

მე ვალოცებ დედა-მიწას,

მე ვუხილებ დავსილ თვალებს.

მე ვაომებ ტბის რაინდებს, 

ტბის უფსკრულში მიმალულებს,

მე ვაცეკვებ მთვარის შუქზედ

საფლავებით ამდგარ სულებს...

მე ვუწირავ ჯოჯოხეთში

ხორციელის მმუსრავ დევებს,

მე ვამღერებ ანგელოზებს

ლოცვებს ტკბილს და მისატევებს.

მე ყვავილებს ვაღაღანებ,

გაყინული თოვლის გულზე,

მე მზის სხივებს ვაქვითინებ

უხილავის სიყვარულზე...

მე საკვირველ მოქმედი ვარ,

შემომქმედის ძალის ჯურად,

მე სიცოცხლეს ვამსახურებ

სიკვდილს - თავის უნებურად.

მე წარსულით აწმყოსა ვჭრი

მომავალის მოსავლელად,

მე სიცოცხლეს ვევლინები

ხან ღვთაებად და ხან გველად...

მე დროს მერანს დავაქროლებ

უცნობ გზების გასათელად

მე - ხელმწიფე უგვირგვინო,

ხეპრეთ შუა, ბედის ველად.

მე ვარ წყარო უკვდავების,

მე - განძი ვარ მრავალფერი;

ვინც ვერ ხედავს ჩემში ძალას

ის ბრმა არის, გიჟი, შტერი...

მე შებერვით ზღვას დავაშრობ,

მე თავხედი გმირის შვილი,

მე საზღვარებს არ დაგიდევთ

ცეცხლის ალად მოვლენილი...

მე ცასაც კი ქედს არ ვუხრი

მე რაინდი, მე თავხედი;

მე ფერს ვაძლევ ყოველივეს

მე მემონვის თვითონ ბედი...

მე ანგარიშს არვის ვუწევ,

მე ვარ ყოვლის ყოველივე,

მე ღმერთი ვარ გადამდნარი,

სურნელებად მოლივლივე!..

მე დემონად დავაბიჯებ

ქვე მცოცავთა გასასრესად,

მე ჩემს სურვილს, ვამსაჯულებ,

უუმაღლეს წესთა-წესად.

ძრწოდეთ შიშით... ლაჩარ სულებს,

დაგწვავთ ჩემი ჰანგთა ბანი,

ხა! ხა! ხა! ხა! - ყველას გიწვევთ!

ყველას ჩემი ხელთათმანი!!!

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ