კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 03:49

 

 

 

წმინდა ხარ როგორც თოვლის ფიფქი - მთისა კალთებზე,

ფიფქი, რომელიც სიოს რხევით გაიტყორცნება;

წმინდა ხარ, წმინდა, ვით ამურის კოცნა-ალერსი,

წმინდა ხარ, როგორც მგოსნის ცრემლი, მგოსნის ოცნება.

ვიდრე არ შეგხვდი, არ ვიცოდი, - რა იყო ტრფობა,

ან ადამიანს რად სახავდნენ ქვეყნის გვირგვინად? -

ეს იყო მაშინ... მაგრამ დღეს კი, ახლად გარდვიქმენ...

დღეს ის აღარ ვარ, ჩემო კარგო, რაც ვიყავ წინათ.

ვარსკვლავთა ენას შევისწავლი, შენს შესამკობად,

ღიმილს მოვპარავ თვით მთოვარეს ნაზად გაბადრულს,

დილის კისკასზე აბრეშუმის თეთრ ნისლს მოგახვევ,

აგანთებ კოცნით, სიყვარულო, გიძღვნი სიყვარულს!

მსურს, - შენი გრძნობა თაიგულად შევკრა, შევკონო,

მსურს, შენი კოცნით აღვსდგე მკვდრეთით, ავმაღლდე ცამდე;

წმინდა ხარ, წმინდა, ივერიის ტურფა ასულო!

იყავ კურთხეულ უკუნითი-უკუნისამდე.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ