არა მყავს ქვეყნად მე მეგობარი, არა მყავს ქვეყნად თანამგრძნობელი, ჩემი სიცოცხლე სიკვდილი არი, ჩემთვის კუბოა მთელი სოფელი. ხიდი ჩამენგრა ცხოვრების გზაზე, მარტოსა მტანჯავს ბედის სიმძიმე, სული ქვითინებს საფლავის ქვაზე. გლოვად მიქციეს დღესასწაული, თუმცა წამებით თვითვე ვიყიდე კაცობრიობის დანაშაული. |