კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 19:13

 

 

 

ღამე ცაში ფრინავდა ანგელოზი მტირალი,

მოსთქვამდა და ჰგოდებდა დაბლა გადმომზირალი;

ჟამთა დენამ შესცვალა სული ხორციელისა,

ბნელის მეფედ მიიღო მეფე სასუფევლისა,

და რად არის ეს ასე? რად სდუმს ძალთა ცისკარი?

რისთვისაა დემონიც ღმერთთან დაუვიწყარი?

ცას არ აკრთობს, არ ზარავს კვნესა განწირულისა,

ლოცვის ნაცვლად ეკმევა მდუმარს წყევა სულისა,

შეიცვალა სოფელი, შეიცვალა - თავადა.

ადამიანის სული ძებნითაა ავადა...

ბელზებელი იმარჯვებს დაძლეული მძლეველი,

არ არსებობს წმიდანი, აღარც კათაკმეველი.

დაიჩრდილა ღვთაების დიდი საკურთხეველი

სისხლის ნამით მოირწყო მთა-ბარი და ტყე-ველი...

ჯოჯოხეთის ვნებანი მრწამსადა აქვს სოფელსა,

იჭვი უძღვის წინ ლამპრად ყველა უარმყოფელსა,

და რად არის ეს ასე? რად სდუმს ძალთა ცისკარი?

რისთვისაა დემონიც ღმერთთან დაუვიწყარი?

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ