კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 03:46

 

 

I

 

ვნახე სიზმარი: ვით ღამის ბინდი

ჩემთან მოიჭერ, ჩამოირბინე

ჩემს ლალის ტუჩებს მსწრაფლ ჩააფრინდი

და ვნებით სავსემ, - ვნებით ჩაჰკბინე;

კოცნით მომიძღვენ მსუბუქი რული,

ჩემსა გულ-მკერდზე ყვავილებს ჰკრებდი, -

გამომეღვიძა... და - ბედით კრული, -

სულ ვიცინოდი, სულ ვხითხითებდი.

 

II

 

ვნახე სიზმარი: ვით სიო ნელი

ყელს შემოგეჭდე რიჟრაჟზე ადრე,

კოცნით დაგახრჩე, და ბროლის ყელი

ხვევნა-ალერსში მსწრაფლ გამოგღადრე;

მოჰკვდი... და მკვდარი ვერ შეგითვისე,

ოცნებით საფლავს მიგაქანებდი, -

გამომეღვიძა, და ისევ ისე

სულ ვიცინოდი, სულ ვხითხითებდი.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ