კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 სექტემბერი 2024 03:49

 

 

 

მე ჯერ ნორჩი ვარ, ძალ-ღონით სავსე,

ქვეყნად სიცოცხლე ერთობ მწყურია;

მიყვარს ბუნება, მიყვარს მე ხალხი

და ჩაგრულთ კვნესა ჩემი წყლულია!

არ მინდა ჩაქრეს ჩემი გულისთქმა,

ჩაეშვას უფსკრულს, სამარეს ცივსა;

მსურს ასწვდეს მაღლობს, სიცოცხლის მწვერვალს,

გადაექსოვოს დიად მზის სხივსა.

არ მინდა ჩაქრნენ ჩემი ფიქრები,

ბრძოლად იმსხვერპლოს, დამისამაროს

მსურს დედამიწის მკერდს შემოეჭდოს

და უკვდავყოფის შეერთოს წყაროს.

და რომ მოვესწრო - ჩემი არწივი

განთავისუფლდეს, ფრთა გაჰკრას კლდესა.

დე, მხოლოდ მაშინ ნეტარების წუთს -

გაცივდეს გული, შეწყვიტოს კვნესა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ბაბილინა ხოსიტაშვილი  • • •   ბაბილინა ხოსიტაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ