არის ვერაზე ჩემ ბინასთან საეჭვო კიბე. დაგვიანებით თავის ფანდებს თუ გამაკარა. მოვიდა ღამე, ვარსკვლავებით აივსო ჯიბე, უნდა ჯიბგირებს ეთამაშოს ჩუმი ბაქარა. მოაქვს ლეოპარდს, რომ ჩვეული წესი არიოს. სნეული მთვარე, ვით მიზრაფი შლეიფიანი დაეძებს სკრიპკას - გაპარებულ სტრადივარიუსს. ფრთებდამტვრეული ანგელოსი კიბეზე მორბის, მას თავისმკვლელი საგანელი აწოდებს მორფის. და საფლავისკენ გაიტაცებს ორივეს ქარი. და მაღალ მტკვარში გადისვრიან ღამეს ცარიელს. მელოტ აპაშებს გაისტუმრებს კიბე ირიბი - ელის მტკვარიდან ლიუდოვიკს - პრინც ბავარიელს. უცდის პოეტებს მოთმინებით, როგორც გადია. ყორანი მოსჩანს საიქიოს მახარობელად, თავისმკვლელები ყირამალას სწრაფ გადადიან. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია |