ჩიტუნიავ, ნეტავი შენ!.. ცის სივრცეში ლაღადა ჰფრენ... გულის შვებით ხარობ, გალობ უზრუნველად; არას დარდობ, დანავარდობ ზურმუხტოვან ტყე და ველად. ციურ სტვენით თავს ევლები წალკოტ მთებსა; მზის სხივებში, ხან ღრუბლებში მიმოჰქროლავ, სწურავ ფრთებსა. ნეტავი შენ! ცის სივრცეში ლაღა და ჰფრენ! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი ქუჩიშვილის პოეზია |