კლდის შვილი ღრუბელს იმოსავს, დიდი და მაღალ-რქიანი ნაპრალზე გადაეშვება, უყვარს კლდებზე ქიანი. ვერავინ გასდებს დირესა; არავის ებრძვის, თვითონ - კი გაურბის მონადირესა. არც მტვერსა და არც ტალახსა, ამბობენ შურთხი უმზადებს ხან და ხან რაღაც ბალახსა. მოელის მისგან ნავალსა და მიტომ დასდევს კვალ და კვალ, აღარ აშორებს მას თვალსა. შურთხი დადგება მცველადა და მონადირე თუ ნახა, კივილს დაიწყებს ხელადა. მე ბევრჯერ გამიგონია და კიდეც მჯერა!.. ბუნების მოთხოვნილება მგონია. ლაღი და შეუპოვარი; კლდებზე კლდიდან მხტომარე, ბალახ-ბულახის მძოვარი... ვერ შველის ფრთხილად მყოფელსა და მონადირე მიპარვით გამოათხოვებს სოფელსა!.. მთიდან ჩამოჰყავს ბარადა და გასაყიდად საბრალოს დაათრევს კარის-კარადა. ნაყიდი, მოპოვებული მოშინაურდა, მაგრამ-კი სხვა გვარ უცემდა მას გული: ეტანებოდა მაღლობსა; ძირს ძვირად ჩამოდიოდა, არ მიეკარა დაბლობსა. სულ ამიყარა ყავარი, ეს იყო მისი ხელობა... მისი სიმართლის ჯავარი!.. შეუდგა კლდესა მაღალსა, და მე მარტოკა დავბრუნდი, მადლი შევწირე უფალსა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |