შენ, ქუჩის ბავშვო, ქუჩა გზრდის მარტო, ცივ ფილაქანზე დარბი და წვები, არვინ გყავს ქვეყნად, რომ ფიქრი ანდო და გათოშილი გაგითბოს ძვლები! თუმც ყოველ გამვლელს აედევნები; ყინვა და ქარი გიჭერს მარწუხებს და იტვირთები ცრემლთა მტევნებით! კონკებში ზიხარ, ვინ მოგცემს ახლებს და როს შიმშილი რკალივით მოგხრის, - ხარკს ახდევინებ უჩინრად ბაყლებს. ლოთობს და არაყს გადაჰყოლია; ალბათ ვერ ზიდა ცხოვრების სევდა და მშობლიური მელანქოლია! ცხოვრების შხამმა ადრე გაგყარათ: მას - სამიკიტნო, შენ - ქუჩა გიძმო და თქვენს სავალზე ქაცვი დაჰყარა! და კაცის მკვლელის გაჰყვა სახელი? არც შენ მოგელის დღეები მყუდრო, რაკი ცხოვრების ფსკერზე დახვედი. ვინ იცის კიდევ თუ სად წაგიღებს? ეთრევი ასე, ვიდრე მეტეხი, ან და - სამარე კარს არ გაგიღებს! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |