კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 12:56

 

 

 

მზეს შევნატროდით, ვკვნესოდით,

ცრემლს ვღვრიდით შუაღამისას.

მხიარულება არ ჰქონდა

დაწყვეტილ სიმებს ჩანგისას.

მზეს შევნატროდით, მზე გვსურდა,

მზე ცხოველსხივებიანი -

თავისუფალი, ძლიერი,

ახალი, განგებიანი.

მზეს შევნატროდით და ისიც

გაბრწყინდა სასაფლაოზე,

დისკო გადახრით აენთო

წყვდიადით მოცულ ქაოსზე.

ხელი ვკრათ... ისევ ისევე

ცრემლებს ვღვრით შუაღამისას.

ისევ დუმილი ამწუხრებს

დაწყვეტილ სიმებს ჩანგისას.

მზეო, დაუდე საზღვარი

მწუხარე ფიქრთა ქროლასა,

„მზეო, ამოდი, ამოდი,

ნუ ეფარები გორასა“.

უსასოობა, სიკვდილი

ნადგურდება და იხრწნება,

სადაც კი შენი დიადი

ბორბალი ამობრწყინდება.

შორს ჩვენგან, ღამის წყვდიადო,

შორს, შორს, ბურუსო გრძნეულო!

თვალის ამხვევად შექმნილო

და ბორკილებად ქცეულო!

ჩვენ მზე გვსურს... ხალხო, შეერთდით -

ზევით ასწიეთ მზე, ზევით!

მის აღდგომასთან მნათობის

სხივებად გადავიქცევით!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გალაკტიონ ტაბიძე  • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ