კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 10:58

 

 

 

უარყო თომამ მკვდრეთით აღდგომა,

ვეღარ მოეგო მოწაფე მცნებას

და, როგორც სხვებმა მოციქულებმა, 

ვერ დაუმონა გონება გრძნობას...

არიან ჩვენშიც თომასთანები, 

რომ არ სწამთ ქვეყნის მათ მომავალი, 

დღევანდელ ჯვარცმით გულგატეხილებს

საშორსმხვედველოდ არ უჭრით თვალი.

მაგრამ როდესაც თვით მომავალი

მათ წარუდგებათ, ვით ქრისტე თომას,

დაიჯერებენ, რაც დღეს არა სწამთ

და დაიტკბობენ მწარე გულისთქმას.

მანამდე კი ჩვენ ვიტყვით და ვამბობთ

(თუმც დასაჯერი ჯერ კი ძნელია, 

რომ სდგება ქრისტე! ის, ვინც სიკვდილით

სიკვდილისავე დამთრგუნველია.


პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ