კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 04:00

 

 

 

შენ ხარ ღვთაება

ამქვეყნიური,

შენ ხარ ოცნება

ნაზი, ციური;

შენ ხარ მთის წყარო ტკბილმოკამკამე...

...შენი კვნესამე!...


მხოლოდ შენთვის სტვენს

ნაზად ბულბული,

შენ არეს აფენს

სურნელს სუმბული;

შენთვის ბიბინებს, თვით მდელო მწვანე...

...შენ გენაცვალე...


შენსკენ ისწრაფის

ობოლი გული,

სული იტანჯვის

სევდით მოცული

ერთხელ მომფინე, მზეო, სიცოცხლე...

...თავს შემოგევლე...


ცით მონაბერო

სულო ციურო

მსურს, მშვენიერო

სულ შენ გიმღერო;

მსურს შენსა მკერდზე დავლიო დღენი...

...ჭირიმე შენი...


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ