ვახ, ცოცხალი თევზები - ჭიჭყინა და ჭანარი, ნორჩი ბატკნის მწვადები - ყველაფერი აქ არი, აქ კუპრიას დუდუკზე ისმის ტკბილი საარი, შენ, რაც გინდა, ისა სთქვი, ჩვენი ეშხი სხვა არი.
პატარძლის დაკრეფილი კიტრები და მწვანილი, ქეიფი და სიმღერა, ბაღდადური, შალახო, მოკვდი, რაღა, ოხერო, თუ ეს ცეკვა ვერ ნახო!
ქალი, ღვინო, დუდუკი - აი, ჩვენი ცხონება. - მე კი როცა მოვკვდები, ამ ჩემს გოგრა თავიდან ჭიანური გათალეთ - თავისთავად დაუკრავს... |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ გრიშაშვილის პოეზია |