კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 25 აპრილი 2025 01:15

 

 

 

სიკვდილი მოვა ადრე თუ გვიან,

ის რახანია მოდის და მოდის...

არ უშინდება ჩვენს თვალთა ბრიალს,

არ ესმის ჩვენი ღელვა და შფოთი.

ჩვენ კი ჩვენივე ქვეყნის და ერის

სიპარატივით ვართ აღზნებულნი,

კბილით გვიჭირავს ფუძე და ჭერი

და დაფეთებულ ვარსკვლავთ კრებული.

ჩვენც გვჭამს წარსულის ნესტი და ობი,

ჩვენც დაგვტრიალებს წარსულის ნისლი,

ჩვენც გაჟღენთილნი ვართ მწარე გრძნობით,

როგორც დაჭრილის პერანგი - სისხლით.

ერთი ღვთაება გვღუპავს და გვშველის,

ერთი ოცნება გვთუთქავს მზესავით...

და იქნებ მივცეთ ერთმანეთს ხელი -

ერთმანეთისთვის დანის მლესავი!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ ჭილაძე  • • •   ოთარ ჭილაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ