კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 21 ნოემბერი 2024 22:41

წინადადებებში შემავალ სრული მნიშვნელობის მქონე სიტყვას  წ ი ნ ა დ ა დ ე ბ ი ს    წ ე ვ რ ი  ჰქვია.

,,განთიადი ნელა შლიდა ფრთებს’’ (ქიაჩ.). ამ წინადადებაში ოთხი სრულმნიშვნელოვანი სიტყვაა და წინადადების წევრიც ოთხია. 

წინადადების წევრი, ჩვეულებრივ, ამა თუ იმ კითხვაზე მიუგებს.

დასახელებულ წინადადებაში შემავალი წევრის კითხვები და პასუხებია:

რ ა ს  შ ვ რ ე ბ ო დ ა  განთიადი? - შ ლ ი დ ა.

რ ა  შლიდა ფრთებს? - გ ა ნ თ ი ა დ ი.

რ ა ს  შლიდა განთიადი? - ფ რ თ ე ბ ს.

რ ო გ ო რ  შლიდა განთიადი ფრთებს? - ნ ე ლ ა.

წინადადების წევრებია: შემასმენელი, ქვემდებარე, დამატება, განსაზღვრება და გარემოება.


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები, გამოარკვიაეთ, რამდენ-რამდენი წევრია თვითეულ წინადადებაში და რა კითხვაზე მოგვიგებენ ისინი.

1. ქარი ქროდა. თოვდა. ნამქერი ტრიალებდა (რაზ.).

2. მთიდან ნიავი წამოვიდა (ევდ.).

3. საძოვრებიდან ძროხები ზოზინით ბრუნდებოდნენ. (გვეტ.).

4. ტყეში ერთი დიდი მუხა იდგა. (ვაჟა.)

5. მთვარის შუქის ანარეკლი ოდნავ ანათებდა ფარდულს. (ქიაჩ.)

6. მთებიდან ჩამონადენი პატარა წყლები წუთზე ნიაღვრებად გადაიქცნენ. (ყაზ.).

7. ვარსკვლავებით მოჭედილი ცა მიწაზე გართხმულ ღამის სიბნელეს ანელებდა. (ქიაჩ.).

სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები. ჩამოწერეთ ქვემოთ მოყვანილ წინადადებებში შემავალი წევრების  კითხვები და მათი პასუხები.

1. ბუხარში ნედლი შეშა ბუტბუტებდა. (ლორთ.)

2. გაშლილ ზღვაში ნავი ოდნავ ირხეოდა. ( გ. აბაშ.).

3. გიო ნელა ადიოდა აღმართზე. (გ. რჩ.).

4. შაშვი მხიარულად ჭახჭახებს მზის ჩასვლისას აკაციებში. (გამს.).

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ