კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 21 ნოემბერი 2024 23:09

წინადადებაში შემავალი ყოველგვარი სიტყვა არ არის წინადადების წევრი და არც წინადადების წევრს ახლავს.

ასეთ სიტყვებს კითხვა არ დაესმის.

"ჩიტებმა რომ დაგვინახეს, ჟივილით აიშალნენ და მოედვნენ ტყეს (ვაჟა);

ამ წინადადებაში რვა სიტყვაა, წევრი კი ექვსი: "რომ" და "და" ორივე კავშირია, დამხმარეა და წინადადების წევრი არ არის.

"უჰ, დავიღალე!" (ვაჟა);

"უჰ" ადამიანის სულიერ განწყობილებას გამოხატავს, შორისდებულია და წინადადების წევრი არ არის.


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რამდენ-რამდენი სიტყვაა თვითეულ წინადადებაში, რომელია ამათგან წინადადების წევრი და რომელი არა.

1. გადათეთრდა მთა და ბარი. (გრიშ.).

2. ჩუმად, მაგრამ მოუსვენად იჯდა ვაჟა. (გ.შატბ.).

3. ხან თოვლი მოდიოდა, ხან ხოშკაკალი, ხან წვიმა. (ჯავახ.).

4. ქალი ვერ მიმხვდარიყო, თუ რას ნიშნავდა იმის საუბარი. (ყაზ.).

5. მზეს თუმცა კარგა დაბლა დაეწია დასავლეთისაკენ, მაგრამ მაგრამ მაინც საშინელი სიცხის ბუღი ტრიალებდა ჰაერში. (ლომ.).

6. შაშვმა დაინახა, რომ მტერი იყო. (ვაჟა).

7. ჩემთან საქმე ხომ არა გაქვს? - არა. (ჭავ.).

8. ახ, რა მშვენიერი ღამეა (ლომთ.).

9. ერიჰაა! - ჩხრიალებდა ნაკადული. (რაზ.).


სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები. ხაზი გაუსვით ქვეშ იმ სიტყვას, რომელიც არ არის წინადადების წევრი.

1. ვიშ, რა კარგია, ლამაზი პატარა ია! (გრიშ.).

2. რა რიგად ჩამოცხა, უჰ! (ჭავ.).

3. გვრიტი ხან აქეთ აწყდებოდა, ხან იქით. (გოგ.).

4. რწყილი და ჭიანჭველა დაძმობილდნენ. (ხალხ.).

5. თუმც არარ ჰქონდა მკლავებში ღონე, მაინც კი ხელი შემოუბრუნა. (ჭავ.).

6. ნადირის ხორცით ძაღლებს ასუქებდნენ, ხოლო ტყავს ამარილებდნენ. (ჯავახ.).

7. ნუთუ უჩივის აწ იგი ბედსა? (ჭავ.).

8. ასე წამდაუწუმ წყალს ითხოვდა, რათა გამშრალი პირი გაესველებინა. (ყაზ.).

9. კურდღელს შიშით კინაღამ გული გაუსკდა. (წერ.).

10. მიყვარდა ხოლმე ყანებში სიარული. (წერ.).

11. ვიშ, გაზაფხული მოდის მორთული. (ჭავ.).

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ