ზმნა წინადადებაში შემასმენელია.
მაგალითად: "ტოროლა ცაში გალობს". (ერ.)" "გალობს" - შემასმენელია.
შემასმენელი ზოგჯერ ორი სიტყვით არის გადმოცემული, მაგალითად: "ჩვენ ახალგაზრდები ვართ". (რაზ.) "ახალგაზრდები ვართ" - შემასმენელია, რომელიც სახელით ("ახალგაზრდები") და ზმნით ("ვართ") არის გადმოცემული.
"არის" ზმნა ხშირად შეკვეცილია და მარტო "ა" არის დარჩენილი, რომელიც შეერთებულია სხვა სიტყვასთან, მაგალითად: "ია ყვავილია": "ყვავილი" არსებითი სახელია, რომელიც სახელობით ბრუნვაში დგას, "ა" კი ზმნის - "არის" ნაშთია ("ყვავილი არის" - "ყვავილია").
სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები, გამოყავით შემასმენელი და გამოარკვიეთ:
ა) რომელ კითხვაზე მიუგებს შემასმენელი;
ბ) ზმნა, რომლითაც შემასმენელია გადმოცემული, რომელი დროისაა და რომელ პირსა და რიცხვშია.
ა)
1. ვგალობ და ვგალობ და იმით ვხარობ. (ჭავ.);
2. მთელი დღე დავდიოდით ველზე (ვაჟა);
3.