კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 21 ნოემბერი 2024 22:39

ქვემდებარე ჩვეულებრივ არსებითი სახელით, ან ნაცვალსახელით გადმოიცემა.

იგი მიუგებს კითხვებზე:

ვინ?

ვის?

რა?

რამ?

რას?

ქვემდებარის ბრუნვებია: სახელობითი, მოთხრობითი და მიცემითი. იგი შეიძლება იდგეს მხოლობით ან მრავლობით რიცხვში.

არწივი ნელ-ნელა დაბლა იწევდა. (ვაჟა).

ნოდარმა ორი მებრძოლი გაგზავნა დასაზვერად. (გვეტ.).

თოვლს დაეფარა თეთრად მინდორი. (ლომ.).

იგი თვალს აყოლებდა მომავალ დიდ ხომალდს. (ლორთქ.).

ისინი მიდიოდნენ ჩქარა და შეუსვენებლივ. (ყაზ.).

სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ:

ა) რომელი სიტყვაა ქვემდებარე;

ბ) რომელ კითხვაზე მიუგებს ის;

გ) რომელ ბრუნვასა და რიცხვშია არსებითი სახელით გადმოცემული ქვემდებარე;

ა)

1. ზენა ქარი ოდნავ უბერავდა. (იოს.)

2. არჩილი მაშინვე გარეთ გავიდა. (ჭავ.).

3. კოლმეურნეები სასოფლო კალოებისკენ მიდიოდნენ. (რ.ჯაფარიძე.).

4. ფრინველები გასაფრენად ემზადებოდნენ. (რაზ.).

5. თრთიან ყვავილნი მთებისა. (ვაჟა).

ბ)

1. ქორმა წიწილა წაიღო. (ვაჟა);

2. შეშინებულმა ბავშვა სიმღერა შეწყვიტა. (გვეტ.).

3. მზის შუქმა იქაურობა გაანათა. (ყაზ.);

4. ბავშვებმა ბულბული გალიაში ჩასვეს. (გოგ.);

5. ვერხვის ფოთლებმა თრთოლვა დაიწყეს. (ვაჟა);

გ)

1. მზეს პირი მოეკრა მთების წვერებისთვის. (რაზ.);

2. ქედები გვალვას სულ მთლად გადაეჭკნო. (ჭავ.);

3. ჩიტი მთლად მოეხიბლა მზეს. (რაზ.);

4. ჭალის ფრინველებს ერთ დღეს ყრილობა მოეხდინათ. (ვაჟა).

დ)

1. - შენი სახელი, ძმობილო? - მკითხა იმან. - გაბრიელ. შენი? - ახლა მე ვკითხე. (ჭავ.);

2. ძროხას ვუვლიდით ჩვენ ერთგულადა. (ჭავ.);

3. იგი ცოტა მოღონიერდა. (ჭავ.);

4. მე იმათ ვერ დავეწევი, ისინი დაბინავებულებიც იქნებიან. (ვაჟა);

სავარჯიშო 2. - გადაიწერეთ მაგალითები. შემასმენელს ერთი ხაზი გაუსვით ქვეშ, ქვემდებარეს - ორი. ბრუნვისა და რიცხვის ნიშნები გამოყავით დეფისით. ფრჩხილებში შემოკლებით მიუწერეთ რომელ ბრუნვასა და რიცხვშია.

ნ ი მ უ შ ი: გზაზე ნიკორა ხარ-ებ-ი (სახ.ბრ,  მრ. რ.)  გამოჩნდნენ. (გვეტ.).

1. მინდორი თანდათან მშვიდდება. (რაზ.).

2. შემკრთალი ბეღურები ღობეზე აფრინდნენ. (ევდ.).

3. კრუხმა თან გააყოლა ათიოდე მოხატული წიწილა. (გოგ.).

4. მტრედებმა მწყერს დაუცადეს. (ვაჟა).

5. ეს ხეობა ავდარსა და ნიაღვარს დაუფარავს. (ყაზ.).

6. მინდორში ბალღებს ენახათ გაწიწკნილი ბუ. (რაზ.).

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ