კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 21 ნოემბერი 2024 22:35

შემასმენელი და ქვემდებარე ხშირად ერთსა და იმავე რიცხვშია, ზოგჯერ კი მათი რიცხვი სხვადასხვაა.

1. ორივე მხოლობით რიცხვშია: ჩ ი ტ ი  ბუდიდან  ა მ ო ფ რ ი ნ დ ა. (გოგ.)

2. ორივე მრავლობით რიცხვშია: ეზოში  ც ი ც ი ნ ა თ ე ლ ე ბ ი  დ ა ფ რ ი ნ ა ვ დ ნ ე ნ. (გვეტ.).

3. ქვემდებარე მრავლობითშია, შემასმენელი - მხოლობითში: ცას შავი  ღ რ უ ბ ლ ე ბ ი  გ ა დ ა ე კ რ ა. (ვაჟა).

სავარჯიშო. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რომელ რიცხვში დგას ქვემდებარე და როგორ ეწყობა მას შემასმენელი რიცხვში.

1. შუაგულ ეზოში დიდი ჭადარი იდგა. (კ.ლორთქ.);

2. ბალღები მწყრის გუნდს დასდევდნენ. (ვაჟა);

3. თეთრად გადაილესა მთები. (ვაჟა);

4. წიფლნარის მხრიდან შავი ღრუბელი წამოიშალნენ. (კ. ლორთქ.);

5. მატარებელი სადგურიდან გამოდიოდა. (მრევლ.);

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ