კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 08 სექტემბერი 2024 04:58

მხოლობითში დასმულ ქვემდებარეს შემასმენელი მხოლობითში ეწყობა.

ბ ა ვ შ ვ მ ა  მდინარეში პატარა თევზი  დ ა ი ჭ ი რ ა. (გოგ.).

პატარა ბორცვიდან  წ ყ ა რ ო  მ ო წ ა ნ წ კ ა რ ე ბ დ ა. (გვეტ.).


როცა ქვემდებარეს ამხსნელად ახლავს მრავლის, ე.ი. ერთზე მეტი რაოდენობის აღმნიშვნელი სიტყვა, ქვემდებარეც მხოლობითში დაისმის და მისი შემადგენელიც.


- ო რ ი  ბ ი ჭ ი  ყანიდან  მ ო დ ი ო დ ა სოფლისაკენ. (გოგ.).

- ხ უ თ ი ო დ ე  ც ხ ე ნ ო ს ა ნ ი  მ ო ა დ გ ა  ჭიშკარს. (ჯავახ.).

- რ ა მ დ ე ნ ი მ ე  კ ა ც ი  მ ი უ ა ხ ლ ო ვ დ ა  გუგუას. (ყაზ.).

- უ თ ვ ა ლ ა ვ ი  ხ ე  ი დ გ ა  ამ უღრან ტყეში. (რაზ.).

- მალე ღობეებს  მ ო ა წ ყ დ ა  უ ა მ რ ა ვ ი  ხ ა ლ ხ ი. (გვეტ.).

- მას აქეთ  ბ ე ვ რ მ ა  წ ყ ა ლ მ ა  ჩ ა ი ა რ ა. (ჭავ.).

- ყ ვ ე ლ ა  ფ რ ი ნ ვ ე ლ ი  ხ ე ზ ე  ზ ი ს, მწყერი მიწაზე გოგდება. (ხალხ.).

- წ ყ ვ ი ლ ი  შ ო შ ი ა  შარშანდელ ბუდეს  დ ა ს ტ რ ი ა ლ ე ბ დ ა. (რაზ.).


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ:

ა) როგორი სიტყვა ახლავს ქვემდებარეს ამხსნელად.

ბ) რომელ რიცხვში დგას ქვემდებარე და მისი შემასმენელი.

1. სერზე მიდის სამი მგელი. (ხალხ.)

2. წნორზე ორი კაჭკაჭი იჯდა. (რაზ.).

3. ერთ ბაღში ბევრი ხეხილი იდგა. (გოგ.).

4. ყველა ბუზი ბზუისო, ფუტკართან ყველა ტყუისო. (ანდ.).

5. ხუთი-ექვსი ცხენოსანი ზედ წამოგვაწყდა. (ჭავ.).

6. ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო. (ანდ.).

7. გალავნის კარებთან რამდენიმე შეიარაღებული ყმაწვილი ბიჭი იდგა. (ყაზ.).


სავარჯიშო 2. გამოტოვებული ბოლოსართები აღადგინეთ და მაგალითები ისე გადაიწერეთ.

შემასმენელს ერთი სწორი ხაზი გაუსვით ქვეშ, ქვემდებარეს - ორი, ქვემდებარის ამხსნელ სიტყვას კი, რომელიც სიმრავლეს აღნიშნავს - კლაკნილი.


ნ  ი  მ  უ  შ  ი:  ერთ დღეს ორმა (ამხსნ.სიტყ.) მოუსვენარმა ბიჭმა (ქვემდ.) ტყისკენ გასწია (შემასმ.). (რაზ.).


1. ორი ბედაური ცხენ- ნიავსავით მიაქროლებდ- ეტლს. (გოგ.).

2. ქართველების ორ რაზმში ხუთასი კაც-ც არ იქნებოდ-. (ჯავახ.).

3. პირუტყვს ურიცხვი ბუზ- დახვეოდ-. (გოგ.).

4. მთის წვერზე გამოჩნდ- რამდენიმე ორთვლიანი ბარგით დატვირთული ურემ-. (ყაზ.)

5. ყველა ფრინველ- გზას უთმობ-. (ვაჟა).

6. ალაზნის აქთ-იქით ნაპირზე კი ღონიერი ჭალაა ატეხილი, სადაც ბევრგვარი ფრინველ- ბუდობ-. (გოგ.).

7. ორი კაც- ჭიშკრის უკან აიტუზ-. (ჯავახ.).

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ