კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 21 ნოემბერი 2024 22:21

კითხვით-ძახილისაა წინადადება, რომელიც ერთდროულად კითხვასაც გამოხატავს და ძლიერ გრძნობასაც.

კითხვით-ძახილის წინადადების ბოლოს ორი ნიშანი იწერება: კითხვისა და ძახილისა.


ვა, გაგონილა?! (ვაჟა)

ეს რა ამბავია? რას ამბობს ლევანი?! (ჯავახ.).

არიქა, ვინ ხართ მამაცი?! (წერ.).


სავარჯიშო 1. გადაიწერეთ მაგალითები. გამოარკვიეთ, როგორია თითეული წინადადება, და ბოლოში დასვით სათანადო სასვენი ნიშანი.

1. რა შენი საკადრისია, მეგობარო  (ვაჟა).

2. აჰუ! მაგას როგორ ამბობ  (ყაზ.).

3. დათვმა როგორ უნდა დამბეგვოს  (ვაჟა).

4. მე მცემეს და მევე მიწყრებით  (ჭავ.).

5. ეს რა გავიგონე  (წერ.).

6. ადამიანმა რომ ჩვენი ენა არ იცის  (ვაჟა).

7. როგორ თუ არ დამხრჩვალა  (წერ.).

8. კაცმა კაცი როგორ უნდა მოკლას  (ვაჟა).

9. ბიჭოს! სად ყოფილხარ, რა დაგემართა (ლორთქ.).


სავარჯიშო 2. შეადგინეთ სამი კითხვით-ძახილის წინადადება და ჩაიწერეთ რვეულში.


სავარჯიშო 3. შეადგინეთ პატარა ამბავი, რომელშიც გამოყენებული იქნება სხვადასხვა შინაარსის წინადადებები (თხრობითი, კითხვითი, ბრძანებითი, ძახილისა და კითხვით-ძახილისა), დაასათაურეთ და ჩაიწერეთ რვეულში.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ