კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 21 ნოემბერი 2024 22:52

შორისდებული ჰქვია ბგერას, ბგერათა ჯგუფს ან სიტყვას, რომელიც გამოხატავს ადამიანის ამა თუ იმ გრძნობას.

მაგალითად:

ვ ი შ, რა დილაა, რა დილა! (ლომთ.).

ბ ი ჭ ო ს! შენ აღარ ჰხუმრობ! (ჭავ.).

უ ი მ ე, რა გიქნიათ ეს, შვილებო! (წერ.).

ყ ო ჩ ა ღ, ქალო, სკოლის თვალო! (მღვ.).

ჰ ე ი, ფრთოსნებო, იცით, რა მოხდა? (ვაჟა).

ა ხ, სიზმარი ყოფილა ყოველივე ეს! (ლომთ.).

ე ჰ, ნეტავი მეც იმას გავყოლოდი! (ჭავ.).

ფ უ! არა, არ ვარგა ასეთი ფიქრი! (ვაჟა).


დასახელებულ წინადადებებში:

ვიშ აღტაცება-სიხარულს გამოხატავს;

ბიჭოს - გაკვირვება-გაოცებას;

უიმე - წყენა-მწუხარებას;

ყოჩაღ - მოწონებას;

ჰეი - მოწოდება-შეძახებას;

ახ - დანანებას;

ეჰ - ნატვრას;

ფუ - ზიზღს;


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, ადამიანის რა გრძნობას გამოხატავს შორისდებული.

1. ო ჰ, რა მშვენივრად გალობს! (ვაჟა).

2. ყ ო ჩ ა ღ, მეგობარო, ყოჩაღ! შენც კარგი გალობა გცოდნია. (ვაჟა).

3. ა რ ი ქ ა თ, ჩქარა, ბიჭებო! ცხენები! (რაზ.).

4. ე ი,  ე ი, ძმობილებო! - გაისმა უცბად ხმა. (ვაჟა).

5. ფ უ ი, დალახვრა ღმერთმა! (ჭავ).

6. ა ხ, ნეტავი მალე გათენდეს! (რაზ.).

7. ვ ი შ, რა კარგია, რა ლამაზი პატარა ია! (გრიშ.).

8. უ ჰ, დავიღალე! (ვაჟა).

9. ჰ ა უ, ჰ ა უ, ქორო, ნუ ფრენ ჩვენს ეზოში დილ-დილასო. (ხალხ.).

10. ბ ი ჭ ო ს! რატომაო? (რაზ.)

11. ვ ა! მეტი რაღა გინდა?! (ჭავ.).

12. ქ ა, გაგონილა?! (რაზ.).

13. ვ ა შ ა,  ვ ა შ ა! რა ყოფილა ეს ფუტკარი პაწაწინა! (ცეცხლ.).


სავარჯიშო 2. შეადგინეთ ხუთი შორისდებულიანი წინადადება და ჩაიწერეთ რვეულში.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ