კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 21 ნოემბერი 2024 22:42

მარტივსა და შერწყმულ წინადადებებს ხშირად ცალ-ცალკე ვამბობთ, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად.

მაგალითად: ,,ცა მოიწმინდა. მზის შუქმა იქაურობა გაანათა". აქ ორი დამოუკიდებელი მარტივი წინადადებაა. თითოეული მათგან გარკვეულ დამთავრებულ აზრს გამოხატავს.

ეს ორი წინადადება შეიძლება გადავაბათ ერთმანეთს და მივიღოთ რთული წინადადება. მაგ: "ცა მოიწმინდა და მზის შუქმა იქაურობა გაანათა." ან ,,როცა ცა მოიწმინდა, მზის შუქმა იქაურობა გაანათა".

ახლა ავიღოთ ასეთი წინადადებები: ,,ჩვენს ტყეებში, ჭალებში, ვენახებში, ბაღებსა და ეზოებში ხშირად გვხვდება პატარა ჩიტუნია. ამ ჩიტუნიას სილამაზის გამო „ჩიტბატონას“ უწოდებენ".

აქაც ორი დამოუკიდებელი წინადადებაა, რომელთაგანაც პირველი შერწყმულია, მეორე - მარტივი.

შეიძლება ეს ორი წინადადებაც გადავაბათ ერთმანეთს და მივიღოთ რთული წინადადება. მაგ: ,,ჩვენს ტყეებში, ჭალებში, ვენახებში, ბაღებსა და ეზოებში ხშირად გვხვდება პატარა ჩიტუნია, რომელსაც სილამაზის გამო „ჩიტბატონას“ უწოდებენ". (ა.ჯან.).

რთულ წინადადებაში შეიძლება იყოს ორზე მეტი მარტივი თუ შერწყმული წინადადება.

მაშასადამე, რთულია წინადადება, რომელიც შედგება ორი ან მეტი მარტივი თუ შერწყმული წინადადებისაგან.


სავარჯიშო. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რამდენი მარტივი (თუ შერწყმული) წინადადებისგან შედგება თვითეული რთული წინადადება.

1. ცა მოიწმინდა და გამოჩნდა მზე. (ლორთქ).

2. მაისი იდგა და იასამნის სუნით მთვრალი ფუტკარი ბზუილით ეტანებოდა ნექტარს. (მრევლ.).

3. ზურა და სულხანი ისევ გზას გაუდგნენ, ყურშა კი არსენას ძებნას შეუდგა. (ჯავახ.).

4. ქორმა წიწილა წაიღო, / იძახდა წიავ-წიავსა, / წიწილის თეთრი ბუმბული / ველად გაჰქონდა ნიავსა. (ვაჟა).

5. აბიბინდა მდელო, ათამაშდნენ ვარსკვლავები და იქვე ასკილზე ჩაიჭიკჭიკა ბულბულმა. (წერ.).

6. გვრიტი მაინც დაფრინავდა, კოდალა ისევ აკაკუნებდა, ქედანი ღუღუნებდა, ანცი ციყვი ისევ დახტოდა. (ჯავახ).

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ