უკავშირო რთულ წინადადებაში ყოველი მარტივი (თუ შერწყმული) წინადადება მომდევნო წინადადებისაგან, ჩვეულებრივ, მძიმით გამოიყოფა.
,,მზე კაშკაშებს, იქარგება
ყვავილებით მინდორ-ველი,
მოგვივიდა ზამთრის შემდეგ
გაზაფხული საყვარელი."
სავარჯიშო. გადაიწერეთ მაგალითები და დასვით სასვენი ნიშნები.
1. ქვითინებდა შველი კვნესოდა ჯეირანი ოხრავდა ირემი (ევდ.)
2. გადიღო ჟუჟუნა წვიმამ / ცამ ისევ მოიკრიალა / მზე ზღვის ტალღებზე დაეშვა / სხივები ააციალა (მღვ.).
3. გამოზაფხულდა გათბა დღე / შემოგვეხიზნენ მერცხლები (ერ.).
4. მარტი გავიდა გათბა დღე / დარები დადგა მზიანი / მიწა გაფუვდა ბუჩქებში / ამოჩენილან იანი (მღვ.).
5. აგერ კრავები კუნტრუშობენ თიკნები დახტიან გოჭები ჭიდაობენ კვიცები კოტრიალობენ (წერ.).