კავშირიან რთულ წინადადებაში შემავალი მარტივი (თუ შერწყმული) წინადადება მომდევნო წინადადებისაგან მძიმით გამოიყოფა, თუ მათ არ აერთებს და კავშირი.
წინა ფანჯრიდან მოჩანდა, თუ როგორ უხვად ცვიოდა თოვლის ფანტელები. (გვეტ.).
მაგრამ და ხოლო კავშირები იწყებენ უკანასკნელ წინადადებას და მათ წინ ყოველთვის მძიმე იწერება.
ზამთრის პირი მოახლოვდა, მაგრამ მაინც თბილი დღეები იდგა. (გვეტ.)
დაჭრილი იყო ონისე, ხოლო ზეზე იდგა გელა. (ყაზბ.)
მძიმე იწერება სხვა კავშირების წინაც, როცა ისინი იწყებენ მომდევნო წინადადებას.
ისე ცხელა, რომ მზეზე კვერცხი მოიხარშება. (ჯავახ.).
მსხალს თვალი დარჩა იქით, საითკენაც ფითრი უჩვენებდა. (რაზ.)
კარგა შეღამებული იყო, როცა იმავე ნავით კუნძულიდან უკან გამოვცურეთ. (გ.შატ.).
მწყრებს თავშესაფარი აღარსად ჰქონდათ, რადგანაც ბალახი ჯერ არ იყო ამოსული. (ვაჟა).
რომ (აგრეთვე სხვა) კავშირის წინ მძიმე არ იწერება, თუ ის არ იწყებს მომდევნო წინადადებას.
მზე ახალი ჩასული იყო, რომ შევედით სოფელში. (წერ.)
ალექსიმ რომ ჩაიძინა, მამლებმა მეორედ იყივლეს.
გათენებამ მოატანა. სტუმრები რომ წავიდნენ. (ბარნ.).
თუ ერთი მარტივი წინადადება მეორე მარტივ წინადადებაშია მოქცეული, მაშინ ის ორივე მხრიდან მძიმით გამოიყოფა:
ხშირი ბურუსი, რ ო მ ე ლ ი ც დ ა ბ ლ ა ჩ ა მ ო წ ო ლ ი ლ ი ყ ო, ძალზე აბნელებდა იქაურობას. (ყაზ.)
ბაღს, ს ა დ ა ც ჩ ვ ე ნ ი ვ ა რ დ ი ი დ გ ა, ნელ-ნელა ჩრდილი მოეფინა. (ევდ.)
სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და აღნიშნეთ, სად რა სასვენი ნიშანია დასმული და რატომ.
1. კურდღელს დაჭყეტილი თვალები უფრო დაეჭყიტა, ხოლო თვალებიდან ცრემლი ჩამოსდიოდა. (ვაჟა).
2. ორჯერ-სამჯერ საჩეჩელის ჩხირები მეჩხვლიტა, მაგრამ მაინც თავი არ დამინებებია. (წერ.).
3. მათიამ დაუძახა ყველას, რათა დაეცალათ ტყვიები. (ყაზ.).