კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 21 ნოემბერი 2024 22:36

თუ სიტყვა სტრიქონზე არ ეტევა და ნაწილი შემდეგ სტრიქონზე უნდა იქნას გადატანილი, საჭიროა დავიცვათ შემდეგი წესები:

1. ერთმარცვლიანი სიტყვა არ გაიკვეთება (გაიყოფა), რაც უნდა დიდი იყოს იგი.

მაგალითად, „ცეცხლს“ ერთმარცვლიანია, ამიტომ იგი ან წინა სტრიქონზე უნდა მოვათავსოთ, ან მთლიანად უნდა გადავიტანოთ მომდევნოზე.

2. თუ მარცვალი მარტო ხმოვნისაგან შედგება, მისი წინა სტრიქონზე დატოვება ან შემდეგ სტრიქონზე გადატანა არ შეიძლება.

მაგალითად, „აუღია“ სიტყვას სტრიქონიდან სტრიქონზე გადასატანად ვერც ასე გავკვეთთ: ა-უღია, ვერც ასე: აუღი-ა, არამედ მხოლოდ ასე: აუ-ღია.

სხვა შემთხვევაში კი:

3. სიტყვა ყოველთვის შეგვიძლია გავკვეთოთ (გავყოთ) ხმოვნით გათავებულ მარცვალზე.

მაგალითად, „გაიხარა“ გადატანის მიზნით შეგვიძლია გავწყვიტოთ ყოველი მარცვლის შემდეგ: გა-იხარა, გაი-ხარა, გაიხა-რა.

4. თუ სიტყვის შიგნით ერთად ორი ან მეტი თანხმოვანია, პირველი მიეკუთვნება წინა მარცვალს, მეორე ან სხვები - შემდეგს.

მაგალითად: ცერ-ცვი, ყურ-ძნისა.

ოღონდ არ არის მიღებული, გაითიშოს თანხმოვანთა ჯგუფები: ფხ, თხ, ცხ, ჩხ, ბღ, დღ, ზღ, ჯღ, პყ, ტყ, წყ, ჭყ, რომელთაც ჰარმონიულ ჯგუფებს ვუწოდებთ.

მაგალითად: ზა-ფხული (და არა ზაფ-ხული), სი-თხე (და არა სით-ხე) და ა.შ.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ