კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 08 სექტემბერი 2024 05:02

ყოველი სიტყვა, როგორც ვიცით, ბგერებისაგან შედგება.

მაგალითად, მ ზ ე  სამი ბგერისაგან შედგება (მ - ზ - ე) და გარკვეული მნიშვნელობა აქვს: ა ღ ნ ი შ ნ ა ვ ს  მ ნ ა თ ო ბ ს.

მაგრამ ბგერათა ყოველი ჯგუფი არ არის სიტყვა. მაგალითად, ამავე ბგერების სხვაგვარი თანმიმდევრობით შეიძლება მივიღოთ ბგერათა ასეთი ჯგუფები: მ ე ზ,  ე მ ზ,  ზ ე მ,  ზ მ ე.

არც ერთ ამ ჯგუფს არა აქვს რაიმე მნიშვნელობა, ე.ი. არაა სიტყვა. მაშასადამე, სიტყვა არის ბგერათა ისეთი ჯგუფი, რომელსაც რაიმე მნიშვნელობა აქვს.

სიტყვა ენის ლექსიკის შემადგენელი ნაწილია, ე.ი. ლექსიკური ერთეულია. წინადადებაში იგი წინადადების წევრს გამოხატავს, ან დამხმარე სიტყვის როლს ასრულებს.


სავარჯიშო. ქვემოთ მოცემულია უაზრო ბგერათა ჯგუფები. ჯგუფში შემავალი ბგერები ისეთი თანმიმდევრობით დაალაგეთ, რომ თვითეულისგან ორ-ორი სიტყვა მიიღოთ და ჩაიწერეთ რვეულში.

ნ ი მ უ შ ი: ითხო: ოთხი, თოხი.

1. თამ.

2. იოს.

3. საი.

4. აილქ.

5. ვთია.

6. აიმწ.

7. თაით.

8. რაიქ.

9. იეგმ.

10. ოფით.

11. რტაომ.

12. ენრიო.

13, ხცირივ.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ