ომონიმები ეწოდება ბგერითი შედგენილობით ერთნაირ სიტყვებს, რომელნიც მნიშვნელობითა და წარმომავლობით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
მაგალითად:
• ბ ა რ ი (თოხი და ბ ა რ ი) და ბ ა რ ი (მთა და ბ ა რ ი);
• ლ ო მ ი (ვეფხვი და ლ ო მ ი) და ლ ო მ ი (ძალაყინი, ურო და ლ ო მ ი);
• ხ ე რ ხ ი ("შეშის დასაჭრელად ხერხი იყიდეს") და ხ ე რ ხ ი ("ხ ე რ ხ ი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა". (ანდ.).
სხვადასხვა სიტყვა მათი ცვლილებისას გარეგნულად შეიძლება ერთმანეთს დაემთხვეს და ომონიმები მივიღოთ.
ასეთებია, მაგალითად:
• მ წ ე რ ს (მწერ-ი, მწერ-მა, მწერ-ს) და მ წ ე რ ს (ის მე წერილს მწერს);
• მ კ ლ ა ვ ს (მკლავ-ი, მკლავ-მა, მკლავ-ს) და მ კ ლ ა ვ ს (მეგობრის ნახვის სურვილი მკლავს);
• მ ო კ ლ ეს (მოკლე, მოკლე-მ, მოკლე-ს) და მ ო კ ლ ე ს (მონადირეებმა ტყეში ნადირი მოკლეს).