კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 21 ნოემბერი 2024 22:34

სიტყვათა მთელი მარაგი თავის მხრივ ჯგუფებად იყოფა, რომელთაც მ ე ტ ყ ვ ე ლ ე ბ ი ს  ნ ა წ ი ლ ე ბ ი  ჰქვია.

ქართულში 10 მეტყველების ნაწილია. ესენია:

1. ა რ ს ე ბ ი თ ი  ს ა ხ ე ლ ი: კაცი, ძმა, ცხენი, ქათამი, მწყერი, ხე, წყალი, ფიქრი, გონება, სილამაზე, ბედნიერება.

2. ზ ე დ ს ა რ თ ა ვ ი  ს ა ხ ე ლ ი: თეთრი, შავი, მწარე, ტკბილი, მრგვალი, ჭკვიანი, ღონიერი, სახელოვანი, პატიოსანი, უქუდო, უფერული.

3. რ ი ც ხ ვ ი თ ი  ს ა ხ ე ლ ი: ორი, ხუთი, ათი, ასი, თხუთმეტი, ორმოცი, ათასი, მეხუთე, მეათე, მესამედი, მეექვსედი, ნახევარი.

4. ნ ა ც ვ ა ლ ს ა ხ ე ლ ი: მე, შენ, ის, ეს, ჩვენ, თქვენ, ესენი, ისინი, ჩემი, შენი, ჩვენი, თქვენი, მისი, მათი, ვინ, რა, რომელი.

5. ზ მ ა: ვწერ, ვხატავ, ვაკეთებ, მძინავს, მიყვარს, ვზივარ, მივდივარ.

6. ზ მ ნ ი ზ ე დ ა: გუშინ, შარშან, ხვალ, ზეგ, იქ, აქ, შინ, გარეთ, ძლივს, ნელა, ჩქარა.

7. თ ა ნ დ ე ბ უ ლ ი: -ში, -ზე, -თან, -ვით, -გან, -კენ, -თვის, მიერ, გამო.

8. კ ა ვ შ ი რ ი: და, თუ, რომ, მაგრამ, ხოლო, არამედ, თუმცა, რადგანაც, რათა. 

9. ნ ა წ ი ლ ა კ ი: არ, არა, ვერ, ნუ, ხომ, განა, თურმე, ხოლმე, -მეთქი, -თქო, მაინც, კიდეც, აკი.

10. შ ო რ ი ს დ ე ბ უ ლ ი: ოჰ! ვაიმე! ყოჩაღ! ვაშა! ვიშ! ბიჭოს! არიქა!


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და აღნიშნეთ, რომელი სიტყვა რა მეტყველების ნაწილს განეკუთვნება.

1. პატარა ჩემი ამხანაგები, ჩემს გულჩვილობას იქ დასცინოდნენ. (ჭავ).

2. ეს ამბავი ერთმა მეორეს გადასცა. (ლომ).

3. ჩიტებმა რომ დაგვინახეს, ჟივილით აიშალნენ და მოედვნენ ტყეს. (ვაჟა).

4. უი, შენ კი გენაცვალოს დედა! (ვაჟა).

5. მზე დასავლეთისაკენ გადაიწურა. (ვაჟა).

6. მზეს პირი მოეკრა მთების წვერებისთვის. (რაზ).

7. ძლიერი ქარის გამო სახლის ჭერი მეტად შეინძრა. (გოგ).


სავარჯიშო 2. პირველი სავარჯიშოს სიტყვები დააჯგუფეთ მეტყველების ნაწილების მიხედვით და ისე ჩაიწერეთ რვეულში.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ