კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 18 ოქტომბერი 2024 09:08

 

 

 

დამოუკიდებელი, ანუ სრულმნიშვნელოვანი მეტყველების ნაწილებია: არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, რიცხვითი სახელი, ნაცვალსახელი, ზმნა და ზმიზედა.

ამ მეტყველების ნაწილებით გადმოიცემა წინადადების წევრები.

დამხმარე მეტყველების ნაწილებია: თანდებული, კავშირი და ნაწილაკი.

თანდებული დაერთვის სახელს და და მასთან ერთად გადმოსცემს წინადადების წევრს:

ბ ა ღ შ ი  შ ვ ლ ე ბი დაკუნტრუშობდნენ. (ვაჟა).

ყველანი ერთად ს ო ფ ლ ი ს კ ე ნ გაემართნენ. (ქიაჩ).

ძლიერი ქ ა რ ი ს  გ ა მ ო სახლის ჭერი მეტად შეინძრა. (გოგ.).

ნაწილაკი ახლავს წინადადების წევრს ან მთელ წინადადებას და აძლევს მას გარკვეულ ელფერს, ან კიდევ სრულიად განცალკევებული ადგილი უჭირავს.

ზამთრობით მგელი ე ს ტ უ მ რ ე ბ ა  ხ ო ლ მ ე ხმელ წიფელს. (ვაჟა).

ნ ე ტ ა ვ სად მიდის მელია? (ვაჟა).

- შენ მერი ხარ? - დ ი ა ხ. (ა.ბელ.).

კავშირი აერთებს ორ წევრს ან ორ წინადადებას და წინადადების წევრი არ არის.

რწყილი დ ა ჭიანჭველა დაძმობილდნენ. (ხალხ.).

შაშვმა დაინახა, რ ო მ მტერი იყო. (ვაჟა).

შორისდებულს სრულიად განცალკევებული ადგილი უჭირავს: დამოუკიდებლად იხმარება, მაგრამ წინადადების წევრი არ არის.

ვ ი შ, რა კარგია, რა ლამაზია პატარა ია! (გრიშ.).

უ ჰ, დავიღალე! (ვაჟა).


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და აღნიშნეთ, რამდენი სიტყვისგან შედგება თითეული წინადადება და როგორია ეს სიტყვები (დამოუკიდებელია თუ დამხამარე, რომელი მეტყველების ნაწილია, წინადადების წევრია თუ არა).

1. გაზაფხული იდგა, ჰაერში ყვავილთა სურნელება ტრიალებდა. (ქუჩ.).

2. თოვლი დნება და გაზაფხულს პირი უჩანს საამური. (ევდ.).

3. ეს, წყლის დასალევად რომ ჩავედი ხევში, მაშინ ვიტკინე. (ვაჟა).

4. მე ჩემს ლექსს წავიკითხავ, შენ შენი ლექსი წაიკითხე. (ევდ).

5. ცხრა ძმას ცხრა ხარი ჰყავდა. (გოგ).

6. მეცხვარეს არც დამბაჩა ჰქონდა, არც თოფი. მეათეს ნაჯახი არა ჰქონდა. (ვაჟა).

7. უუჰ, რამდენი ყვავილია (ჯავახ).

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ